კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,59 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,03 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,03 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,59 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,01 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი, 61 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.