კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,59 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,03 პროცენტს შეადგენს

10:52, 27.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,03 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,59 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,01 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი, 61 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი