კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,24 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 18,01 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 18,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 21,24 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 14,15 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 15 762 პირს დაუდასტურდა, 5 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 24 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.