კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,24 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 18,01 პროცენტს შეადგენს

10:44, 25.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 18,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 21,24 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 14,15 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 15 762 პირს დაუდასტურდა, 5 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 24 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი