უსაფრთხოების ზამთრის სკოლა

უსაფრთხოების ზამთრის სკოლაში გრძელდება სალექციო კურსი. სკოლის მონაწილეები არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასებას და თავის დაცვას სწავლობენ. პროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ხორციელდება. იღებენ პრაქტიკულ ცოდნას უცხო გარემოში ადვილად ადაპტაციის შესახებ. სტუდენტები სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების დახმარებით, ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაც მოიცავს როგორც გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, ისე კრივისა და სწორი სუნთქვის გაკვეთილებს. უსაფრთხოების ზამთრის სკოლა მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ქართველი და ბრიტანელი ექსპერტებისგან საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა თუ შესაბამისი გამოწვევების შესახებ.