საერთაშორისო განათლების გამოფენა
თბილისში საერთაშორისო განათლების გამოფენა ტარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო უნივერსიტეტებთან იმ სტუდენტების დაკავშირება, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ. მათ საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ კონკრეტული უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან. გამოფენაზე წარმოდგენილია კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, გამოფენაში მონაწილეობენ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. გამოფენა დღეს 17 საათამდე გაგრძელდება.