ვითარება ირანში
ირანში არეულობა გრძელდება – საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინტერნეტი საპროტესტო აქციების ფონზე გათიშა. კომუნიკაციების სამინისტროში გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარებით“ ახსნეს.
შეგახსენებთ, ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა ირანული ვალუტის გაუფასურების გამო, უკმაყოფილება გამოეხატათ, მალევე მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო.