ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ანგარიშის წარმოდგენისას განაცხადა. სოსო გიორგაძის თქმით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული სასწავლო ცენტრი, მისი თქმით, პატენტრწმუნებულთა გამოცდების ჩატარებას და საერთაშორისო ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას მოემსახურება.