სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სასწავლო ცენტრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ადგილზე შესაძლებელია სარკინიგზო პროფესიებში კადრების მომზადება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მომავალი რკინიგზელები სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მართვის მოწმობას აიღებენ და შეძლებენ დარგში დასაქმებას. კოლეჯი პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ სასწავლო ცენტრის სტატუსი მიანიჭა.