სუსი-ის სასწავლო ცენტრი აკადემიად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და სპეციალისტებს მოამზადებს. სწავლის უფლებას ექნება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ჩარიცხვა კი საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე მოხდება. სწავლა უფასო იქნება.