აქცია თსუ-სთან 

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება სტუდენტების, ლექტორების, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა დღესაც გააპროტესტა. აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან გაიმართა.

შეკრებილები განათლების  მინისტრს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრის გამართვა.

აქცია ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთანაც გაიმართა. შეკრებილებმა შაბათს ფილარმონიიდან აქცია-მსვლელობა დააანონსეს.