„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა. რიგით მეოთხე შეხვედრა ბორჯომში, დისკუსიის ფორმატში სტუდენტებთან გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. შეხვედრას დაესწრნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც. ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს ქვეყნის ათივე რეგიონში გამართავს, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.