აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

18:21, 04.02.2026

პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმის გაუქმებას ითხოვენ. მათთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ რეფორმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს მათთან კომუნიკაცია არ ქონია. ითხოვენ, რომ ის კვლევა გადაეცეთ, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ზოგად ხარისხს აამაღლებდა, მაშინ, როდესაც ერთი უნივერსიტეტი ჰუმანიტარული, ხოლო მეორე ტექნიკური მიმართულებისაა.

მსგავსი