სიმულაციური სწავლება „გომბორის მოხალისე 2026“ 

გომბორის სასწავლო ცენტრში სიმულაციური სწავლება „გომბორის მოხალისე 2026“ ჩატარდა. რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მოხალისეთა ჯგუფებმა. სწავლებაში, ასევე, ჩართულნი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამხედრო საკითხების გაშუქების კურსის სტუდენტები დავით კაკულიას ხელმძღვანელობით. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.