თანამშრომლობის მემორანდუმი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და გულისხმობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შეთანხმებას.

ხელმომწერები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.