არასამთავრობოების დაფინანსების ევროპული სქემა

21:22, 13.01.2026

ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ბრიუსელს ცენზურის მცდელობების გაძლიერებაში ადანაშაულებს. ევროდეპუტატის ინფორმაციით, ევროკომისია პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელს აშენებს, ახალი ინიციატივა სახელად დემოკრატიის ფარი კი სინამდვილეში ევროკავშირს დემოკრატიისა და ევროპელი მოქალაქეებისგან იცავს. ლასლო მოუწოდებს კოლეგებს დემოკრატიის დაცვის სურვილის შემთხვევაში შეაჩერონ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამები. მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები დატოვა, „იუესეიდის“ დაფინანსება კი შეაჩერა, ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელი სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის თითქმის ცხრა მილიარდამდე ევროს  გამოყოფას გეგმავს. ბრიუსელის გეგმა დისკუსიის საგანია თბილისშიც. მაშინ როდესაც ოპოზიცია მესამე სექტორისთვის დაფინანსების გაზრდაში პრობლემას ვერ ხედავს, მმართველი გუნდი ევროკავშირის გადაწყვეტილებას შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ  მცდელობად განიხილავს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ამ პრინციპის დასაცავად კი არაერთი კანონია მიღებული, რაც პრემიერის შეფასებით, მოსალოდნელი გარე ჩარევების პრევენციას მოახდენს.

მსგავსი