ევროპარლამენტარები ევროკომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
რაში დაიხარჯება 8,5 მილიარდ ევროზე მეტი ევროკომისიის მხრიდან – პოლიტიკური მიზნები თუ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის. გავრცელებული ინფორმაცია და ევროკომისიის გეგმები კრიტიკის მიზეზი გახდა. ევროპარლამენტერ კინგა გალის განცხადებით, ევროკომისია ცდილობს, შეავსოს ის ხარვეზი, რომელიც USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ წარმოიშვა. თუმცა, ეს თანხა არასწორი მიმართულებით გაიცემა. ევროპარლამენტარი თვლის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებასაც ევროკომისია აპირებს, რეალურად პოლიტიკური აქტივისტური ქსელები არიან, რომლებიც დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს თავს ესხმიან, ლიბერალურ დღის წესრიგს კი პოპულარიზაციას უწევენ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია კონკრეტულ ორგანიზაციებს გამოუყოფს 8,5 მილიარდ ევროზე მეტს.