ქართული NGO-ების დაფინანსების ახალი სქემა – პოლიტიკური შეფასებები
ხარჯავენ თუ არა ესტონეთის დედაქალაქის საეჭვო მისამართზე რეგისტრირებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ გრანტებს შიდა პოლიტიკური პროცესების სამართავად? ტალინში არსებულ შენობასთან დაკავშირებული უხერხულობა ეჭვის საფუძველს აღარ ტოვებს მმართველ გუნდში იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე სექტორის ეს წარმომადგენლები, ესტონური პირადი ნომრებით სწორედ ასე ახერხებენ ქვეყანაში მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის გვერდის ავლას.
მმართველი გუნდის ბრალდების ობიექტები ამ საკითხზე დუმან, თუმცა ხმაურობენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა. უმრავლესობის ინიციატივით, დაზუსტდება გრანტების განმარტება და სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება გარე ლობიზმი.
ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯზე საუბრობს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ იმ უცხოურ ფინანსებს, რომელიც ქვეყნის გარედან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვისაა განკუთვნილი.