გეგმა, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდისკენაა მიმართული.
ექიმებსა და პაციენტებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის დასახვეწად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის იდეა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით, რომლებიც კლინიკებში მედიკოსებისთვის ტრენინგებს ატარებენ. ირკვევა, რომ ექიმის მხრიდან პაციენტისთვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგებს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში სასამართლო პროცესებით სრულდება. მოლოდინია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სამედიცინო სერვისების და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.