ინიციატივა ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის 

ტრანსპორტით ბავშვების გადაყვანაზე რეგულაციები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან, რომლებიც პოზიციას საგანგაშო სტატისტიკით იმყარებენ.

ირკვევა, რომ 2025 წელს ავარიების შედეგად ექვს წლამდე მცირეწლოვნების დაღუპვის და დაშავების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, იყენებდნენ თუ არა ავტომობილების მფლობელები ე.წ. „ქარ სითებს,“ თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს მძღოლების უმეტესი ნაწილი არ იცავს. ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავარძლების გამოუყენებლობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია რეგიონებში.

მარიამ აფციაური არკვევდა, მოჰყვება თუ არა საგანგაშო მონაცემებს და მესამე სექტორის რეკომენდაციებს რეაგირება.