ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით „კვანგოში“ ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარ შოუში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთში ბიუროკრატია სულ უფრო მეტად იზრდებოდა, პოლიტიკოსების დამოუკიდებლობის ხარისხი პირიქით – მცირდებოდა. ამასთან, მედია სულ უფრო მეტად მოექცა კონტროლის ქვეშ, საბოლოოდ კი, ბრიტანეთის ინსტიტუტები „ევროპეიზდა“. როგორც მან განმარტა, ბრიტანეთში ევროკავშირის მინი მოდელი უნდა ამოქმედებულიყო, სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ამ ქვეყანამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, ევროკავშირი მაინც დარჩა დიდ ბრიტანეთში.