პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ოთხი წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მხარდაჭერის საკითხს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს: „ზუსტად ოთხი წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად. მე-5 კოლონამ – „ლელო“, „გირჩი“, „სირცხვილია“, დემოკრატიის მცველები – ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო. იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა. იმ დღის შემდეგ, ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მე-5 კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ,“- წერს პაპუაშვილი.