სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

სიახლე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2022 წლიდან მესამე სავალდებულო საგნებს შორის არჩევანის შესაძლებლობა ფართოვდება. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი.

მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან ისტორიას, დაემატება ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ასევე სამოქალაქო განათლება. 2022 წლიდან დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატშიც. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

დატოვე კომენტარი