რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

12:24, 06.04.2026

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დილიდან დაიწყო – პროცესი 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.

მითითებულ ვადაში აპლიკანტებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ, გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“.

მსგავსი