ერთიანი ეროვნული გამოცდები 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო.

წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი ცდილობს. პირველი გამოცდა, ორ ეტაპად ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. რაც შეეხება საგამოცდო მასალებსა და წესებს წელს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. უნივერსიტეტებში ჩასარიცხად, გამოცდებს პატიმრობაში მყოფი აბიტურიენტებიც აბარებენ, საგამოცდო ცენტრებში ჯამში 36 ბრალდებული და მსჯავრდებული მიიყვანეს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება, შედეგები კი ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გახდება ცნობილი.