ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

18:41, 11.06.2025

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი – საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში გაიხსნება.

მსგავსი