აბიტურიენტები – შესაძლებლობების გამოცდა

21:28, 02.05.2026

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებს ათი დღე რჩებათ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე აპლიკანტებს შესაბამისი ფორმის შევსება 11 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი აბიტურიენტი ჰყავს წელს საქართველოს. ქართული უმაღლესი სასწავლებლების პარალელურად, აბიტურიენტთა ნაწილმა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა საზღვარგარეთ, სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც გადაწყვიტა.

ჩვენი რეპორტაჟის გმირებიდან ერთ-ერთი მსოფლიოს 25 წამყვან სასწავლებელში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და არჩევანი ბრიუსელის უნივერსიტეტზე გააკეთა, თუმცა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას მაინც აპირებს. ამისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გვანცა ცისკაძის რეპორტაჟი.

მსგავსი