ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე, შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აპელაციის შედეგების გასაჩივრება, შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.