სამუშაო შეხვედრა განათლების მინისტრთან

15:20, 07.03.2026

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ.

აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საშუალება დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე ექნებათ. ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება.

 

მსგავსი