ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

21:52, 02.04.2026

იწყება რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღება 6 აპრილიდან იგეგმება.

წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე ელოდებათ. სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვალში სტუდენტობის მსურველებს პროფესიული პროგრამების მითითებაც შეეძლებათ. მომავალი სასწავლო სეზონიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა სწავლას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. სიახლეა ისიც, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების და ფაკულტეტების კვოტები ახლებურად გადანაწილდა. ცალკეულ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების და მიმართულებების რაოდენობა შემცირდა.

მსგავსი