2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

15:20, 23.07.2025

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება – ჩატარდა უცხოური ენის პრაქტიკული ნაწილი. განათლების მინისტრი პირადად გაეცნო გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის მუშაობას და გამოცდის პროცესს.

გორის საგამოცდო ცენტრში 1970 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ასევე 1 553 მასწავლებლობის მსურველი, სამაგისტრო პროგრამების 330 აპლიკანტი და 68 გრანტის მაძიებელი სტუდენტი. სულ საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

მსგავსი