შშმ პირები და სამხედრო სამსახური

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშე შშმ პირები დგანან.

უკვე წლებია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სრულწლოვანი ასაკის შესრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეტყობინება მისდით. მიზეზად გამწვევ კომისიებში შესაბამისი ბაზების არ არსებობაა, რის გამოც მათ შშმ პირთა სტატუსზე ინფორმაცია არ აქვთ. შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არაერთი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა და ხშირ შემთხვევაში სასამართლოში მისვლაც კი უწევთ. პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სტატუსთან დაკავშირებული ხარვეზის გასწორებას და შესაბამისი კომისიების დროულ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. ცვლილებების განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში იგეგმება.

ახალი კანონი ძალაში მაისიდან უნდა შევიდეს.