საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა

21:09, 03.05.2026

საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა, 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი. 30 აპრილი არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის თარიღია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი სამხედრო სტრუქტურის, საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა, საკმაოდ მცირე დრო იმისთვის რაც ქართულმა ჯარმა გამოიარა, ომები, დიდი დანაკარგი და ტკივილი, თუმცა ბევრი იყო წარმატებაც, თავდადება, გმირობა და სამაგალითო პატრიოტიზმი. ყველაზე დიდი კონტრიბუტორი საერთაშორისო მისიებში ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სწორედ საქართველო იყო.

ანა ნოდიას, ვახტანგ ლეკიაშვილისა და გიორგი გიუნაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი