წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურში

18:34, 13.08.2025

საქართველოს თავდაცვის ძალები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, 11 თვით ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების პირველ ნაკადს უახლოეს მომავალში მიიღებს.

წვევამდელებს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდათ სამხედრო ჰოსპიტალში და ამჟამად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შემოწმებას გადიან. შემოწმების ეტაპების დასრულების შემდეგ, წვევამდელები 6 კვირის განმავლობაში ჯერ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გაივლიან, ხოლო შემდგომი 12 კვირა მათ სამეთაურო მომზადებას დაეთმობა. ისინი, საბრძოლო ქვედანაყოფში, ექვსი თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მეთაურის რანგში იმსახურებენ. ქვედანაყოფში სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ ლეიტენანტის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ.

 

მსგავსი