31-ე ქვეითი ბატალიონის წვრთნა დასრულდა
31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს. ღონისძიება სენაკში გაიმართა. წვევამდელებს სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილიც გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.