შალვა ხაჭაპურიძის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ პრემიერს, იუსტიციის მინისტრსა და პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის მასალებით.

როგორც ორგანიზაციის წევრი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა კორუფციული გარიგებისა და დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ დაარღვია სატენდერო პირობა, რასაც უნდა მოჰყოლოდა დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების და სატენდერო  პირობების დარღვევის გამო. ადვოკატი ამბობს, რომ კანონდარღვევის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.