ეთნიკური უმცირესობების თემატური შეხვედრა

12:13, 24.01.2026

თბილისში თემატური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“. ღონისძიება ეთნოსთაშორის ურთიერთობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა, ასევე 1+4 პროგრამის სომეხმა, აზერბაიჯანელმა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეთნიკური უმცირესობების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ყოფის შესახებ. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების დონის ამაღლებას.

მსგავსი