რუმინეთის სენატის იურიდიული კომისიის გადაწყვეტილება 

12:13, 20.05.2026

რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს. კანონპროექტი 76 ხმით მიიღეს და საბოლოო დამტკიცებისთვის ახლა დეპუტატთა პალატა განიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, საგადასახადო სამსახურში წარადგინონ წლიური დეკლარაციები, ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროს შესახებ. 5 000 ლეიზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში, დამატებით მოეთხოვებათ ფიზიკური პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენაც.

დეკლარაციის შეუსრულებლობა – ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას გამოიწვევს და თუკი დარღვევა ერთ წელს გადააჭარბებს, ორგანიზაცია სრულად გაუქმდება. საკანონმდებლო ინიციატივას 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება და მას თავისუფალი გაერთიანების უფლების შემზღუდველად აფასებს.

მსგავსი