სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

ორი ქვეყნის ერთი ჯაშუში – დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად მოიპოვებდა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. მათივე დავალებითა და დაფინანსებით, გულბაათ რცხილაძეს შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. ასეთია გამოძიების ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ჯაშუშობისთვის მატერიალურ სარგებელს იღებდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუს-მა საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს აგროვებდა და დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით გადასცემდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუშური საქმიანობისთვის კი ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებულ პირად კონტაქტებს იყენებდა. უცხო ქვეყნების სადაზვერვო ქსელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა.

თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.