ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

18:10, 21.08.2025

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, – ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო სპეციალური ანგარიშით შეფასდა. გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაცია არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში არსებულ არასათანადო მდგომარეობას ასახელებს. კერძოდ კი, დასახელებულია: არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეცვლილი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, პოლიტიკური პარტიების გარშემო განვითარებული მოვლენები, მედიაგარემო და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არჩევნებზე, უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდათ. დასახელებული მიზეზების გამო, ორგანიზაცია, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება,
თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას.

მსგავსი