ანტიკორუფციული ბიუროს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 

რაში ხარჯავდა მესამე სექტორის ნაწილი ფინანსურ რესურსს – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული კითხვებით მიმართავს. რაჟდენ კუპრაშვილი ინტერესდება, რატომ შეიძინა „ენჯეოების“ ნაწილმა აქციებისთვის საჭირო ინვენტარი, მაშინ როდესაც მათი საჯაროდ გაცხადებული მიზანი, საადვოკატო საქმიანობა და ადამიანის უფლებების დაცვაა. მოკვლევის საგანია ბიუროსთან თანამშრომლობაზე რამდენიმე ორგანიზაციის კატეგორიული უარიც. განცხადებები ბიუროს ხელმძღვანელმა გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეხვედრის ფარგლებში გააკეთა და დააანონსა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა ადრესატს მოუწევს. საინფორმაციო შეხვედრას 140-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის არ იყო მესამე სექტორის ის ნაწილი, ვინც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებს და თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.