გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი დასრულდა.
გამარჯვებულია 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცემათ. უწყების ინფორმაციით, საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა. საერთო ბიუჯეტი 1657775 ლარს შეადგენს. მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო.