ბრიფინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საია-მ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, შესაძლოა, მოცემულ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს. ბრიფინგზე თქვეს, რომ სარჩელში ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს – მათ შორის, საია-ს ინტერესის საკითხს წარმოადგენდა – დაირღვა თუ არა საპარლამენტო არჩევნების დღეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. არასამთავრობო ორგანიზაციას კითხვები აქვს არჩევნების დღეს გამოყენებული ბიულეტენების ხარისხთან დაკავშირებითაც.