სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მოდავე მხარე თვლის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის უფლებებს არღვევს. ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მიერ დაგროვილი ფულის სესხებას პრობლემად  მიიჩნევს. სადავოდ თვლიან ასევე სახელმწიფოს მიერ გადასახდელ 2%-საც. დემოკრატიულ ინიციატივაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის არ ითვალისწინებს, რაც დისკრიმინაციულია.