პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი
როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება – საქართველოსთვის უპრეცედენტო სასამართლო განხილვები იწყება. საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცნობილია ისიც, რომ მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო“ – „ქართული ოცნება“ მისივე ავტორობით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში ამ სამი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. პარტიების აკრძალვის არგუმენტებს შორის, ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევები, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები და 2012 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები სახელდება.
რა გეგმა აქვთ ასაკრძალ პარტიებში და როგორია სარჩელის ავტორთა პოზიცია – თეონა მანაგაძე დეტალებით.