საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასება

15:18, 03.11.2025

ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრათვიანი ვადა აქვს.

სამართლებრივ ბრძოლას იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელომ“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მას სოლიდარობას უცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი