„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა – გამოხმაურება

18:25, 01.12.2025

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ და დაუშვებლად ცნონ. თინა ბოკუჩავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებას მოითხოვს.

ბოკუჩავას განცხადებას მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. უმრავლესობის წევრები წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებენ და ამბობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო ქმედებები განახორციელა, რაც, მათი თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატში კიდევ ერთხელ დადასტურდა. აღნიშნული სარჩელი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვს.

მსგავსი