განხილვის თემაა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელიც, რომლითაც ის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ასაჩივრებს. ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების შეზღუდვას ემსახურება.
კანონის გამკაცრებას „ქართულ ოცნებაში“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მომდინარე საფრთხეებით ხსნიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის საზიანოდ გარე ძალების დავალებით მოქმედებენ.
შეგახსენებთ, მანიფესტაციის შესახებ კანონი გასული წელს გამკაცრდა. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით კი, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე ჯარიმის ოდენობა.