„ნაციონლური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს, გარე დავალებით მიმართავს, რასაც პარტია საკუთარი ქმედებით ადასტურებს, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას გეგმავენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციებს პარტნიორებთან მართავენ და სარჩელი სამ ეტაპად იქნება წარდგენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი იწონებს, გახარიას გუნდი კი აკრიტიკებს, მათ მიაჩნიათ რომ მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტში რჩება, სასამართლოში სარჩელის შეტანა არათანმიმდევრულია. საკონსტიტუციო სარჩელის აბსურდულობაზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდშიც.