ჟურნალის პრეზენტაცია

სამეცნიერო ჟურნალის, „სამართლის კულტურის“ პრეზენტაციას უმასპინძლა საკონსტიტუციო სასამართლომ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მიზანია ქართველ და უცხოელ ავტორებს მისცეს შესაძლებლობა გამოაქვეყნონ სამეცნიერო სტატიები. ჟურნალი გამოირჩევა არაერთი სიახლით – მას მიენიჭა DOI-ის უნიკალური საერთაშორისო კოდი, სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება ბეჭდური ფორმით, ხოლო მათი ელექტრონული ვერსიები განთავსდება ჟურნალის დამოუკიდებელ, ახლადშექმნილ ვებგვერდზე. გამოცემის პირველი ნომერი ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.